Quantcast
Channel: სვანებზე - ანეკდოტები სიცილი უებარი მკურნალია ანეგდოტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 148

– არა‚ ძმაო‚ მეგრელები ვაჭრობისთვის არიან დაბადებულები...

$
0
0
– არა‚ ძმაო‚ მეგრელები ვაჭრობისთვის არიან დაბადებულები... - ეუბნებარაჭველი სვანს

– სისულელეა! ვაჭრობა ყველას ძალიან კარგად შეუძლია...

– ა‚ ბატონო‚ ჩამოვიაროთ და შევამოწმოთ.

მივიდნენ ერთთან:

– ცაციასთვის თუ გაქვთ ყავის ჭიქები?

– სად გინახავთ‚ ძამია მაგნაირი ჭიქა... არ არსებობს... არაჩვეულებრივი ჭიქები გვაქვს აგერ, ყველანაირი – დაბალფასიანი‚ ხარისხიანი. ა‚ ბატონო‚ ნახეთ‚ აიჩიეთ ზომა‚ ფერი...

ახლა სხვასთან მივიდნენ:

– ცაციასთვის ყავის ჭიქა გვინდა საჩუქრად.

– მაგფერი არაფერი გამიგია‚ ძამა‚ მაგრამ, ა‚ „მადონას“ სერვიზი აიღე‚ პირდაპირ დუბაიდან ჩამომიტანეს‚ გერმანულიც მაქვს – თანამედროვე... ცალობითაც მაქვს.... იეფად მოგცემთ...

მივიდნენ მეგრელთან:

– ცაციასთვის ყავის ჭიქას ვეძებთ...

– ახლავე‚ პატენი... ეგ დეფიციტია‚ მაგრამ მე მაქვს...

ყველაზე ზემოთა თაროდან ჩამოიღო ყუთი, ამოიღო ჭიქა‚ შეაბრუნა‚ სახელური მარცხნივ მოუქცია და წინ დაუდგა...

– სპეციალურად ცაციებისთვის გამოუშვეს. სიახლეა‚ მაგრამ, ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს‚ პირველი ხელი ვარ‚ პატენი... შეგიხვევთ‚ სასაჩუქრე უპაკოვკა – 50 თეთრი‚ მშვიდობაში მოიხმარეთ...

გადაიხადეს ძმაკაცებმა ფული...

– აბა‚ რას იტყვი‚ ხომ მართალი ვიყავი?

– ვაჭრობის რა გითხრა‚ მაგრამ, დიდი მოხერხებულები რომ არიან‚ კავშირები რომ აქვთ და მაგრად ჩალიჩობენ‚ ვხედავ...

Viewing all articles
Browse latest Browse all 148

Trending Articles